დაჯავშნა

მთავარი

ბიზნეს სასტუმრო მეტა - მდებარეობს მრავაფუნქციურ კომპლექსში "ქინგ დევიდი", უფრო ზუსტად კი ბიზნეს ცენტრის ბოლო სართულებზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი. ჩვენ ვქმნით განსაკუთრებულ გარემოს - მხოლოდ თქვენთვის. ეს ის ადგილია, სადაც ყველა სტუმარზე გულწრფელად ზრუნავენ. ქინგ დევიდის კომპლექსში დამკვიდრებული ახალი ცხოვრების წესი, მოგცემთ მოტივაციას თქვენი ბიზნეს გეგმები წარმართოთ მხოლოდ დადებითად

"მეტა" -  ეს თქვენი სივრცეა

"მეტა" - ბიზნეს საქმიანობის საწყისია - საუკეთესოსკენ

"მეტა" -  თქვენი ბიზნესის წარმატების  ჰ ა ბ ი

თქვენ გაქვთ საშუალება, დატკბეთ "ქინგ დევიდის" კომპლექსში არსებული ინტერიერით და ისარგებლოთ "მეტა ბიზნეს სასტმროს" ბენეფიტებით ყველა აუტლეტები. სასტუმროს შეთავაზება შეიცავს: განთავსებას, ჯანსაღ, მყუდრო და კომფორტულ ოთახებს -  თქვენი წარმატებული ბიზნეს მოგზაურობისათვის. რესტორანი, პანორამული ხედით და ტერსაებით, სპა ცენტრი, 24/7 სნეპის სავარჯიშო დარბაზი თქვენი უკეთესი განწყობისთვის და ჯამრთელი ცხოვრების წესისათვის.

სასტუმრო მეტას ოთახები

მეტა რესტორანი

რესტორანი მომხმარებელს ყველასათვის განსხვავებულ ადგილს სთავაზობს და მას ნამდვილ გასტრონომიულ რევოლუციას პირდება. ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს ჰარმონიული სინთეზის წყალობით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ნაცნობი კერძები აბსოლუტურად განსხვავებული, განვითარებული გემოებით.

მეფე დავითის სპა ცენტრი

King David SPA4You - ადგილი, სადაც აქტიური სამუშაო კვირის ბოლოს განტვირთვასა და ძალების აღდგენას შეძლებთ, მიიღებთ სხეულის გამაჯანსაღებელ ექსკლუზიურ მომსახურებას, უნიკალური სპა პროცედურებისა და მასაჟების წყალობით, თავს მართლაც სამოთხეში იგრძნობთ და აიმაღლებთ განწყობას ახალი სამუშაო კვირისათვის.

შეხვედრების ოთახები

ჩვენ გთავაზობთ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს სხვადასხვა კონფიგურაციით, კონფერენციის,სასწავლო კურსის, სემინარების ან საქმიანი შეხვედრებისთვის. ღონისძიების დროს შეგვიძლია მოვაწყოთ სწრაფი საუზმეები, ყავის შესვენებები და ბიზნეს საუზმე

 

King David შესახებ

King David მიზანია დამსვენებლისთვის ახალი სტანდარტის შეთავაზება. თითოეული ნომრიდან იშლება თბილისის საუკეთესო პანორამული ხედი. ეს არის საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც დამსვენებელს საშუალებას აძლევს იმუშავოს, გაერთოს და განიტვირთოსნ შენობიდან გაუსვლელად.

King David ორ 31 და 19 სართულიან კოშკს აერთიანებს, თანამედროვე დიზაინი, ფასადზე ბუნებრივად არეკლილი ქალაქის ხედი, თბილისის ძველ და ახალ ნაწილთან ჰარმონიული შერწყმა, ორ კოშკს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ღირშესანიშნაობად აქცევს.

Davit Aghmashenebi's picture

King David Residence

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს 2 კოშკს - King David Residences და King David Business Center.

მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს ორ, 31 და 19 სართულიან კოშკს.

მაღალ კოშკში King David Residences განთავსებულია მხოლოდ საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი.

კომპლექსი მ. ალექსიძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდა 2017 წელს.

პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის ახალი სტანდარტის შეთავაზება. თითოეული რეზიდენციიდან იშლება თბილისის საუკეთესო პანორამული ხედი. ეს არის საქართველოში პირველი კონდომინიუმის ტიპის კომპლექსი სრული მომსახურების სპექტრით, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ შენობიდან გაუსვლელად.

მაქსიმალური კომფორტისთვის King David-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს: აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს - საბავშვო მოედნით და ჯანსაღი კვების კაფით, სილამაზის სალონს, რესტორნებს, ოთახს შეხვედრებისათვის, ლობის, ქიმწმენდას მიწისქვეშა ავტოსადგომს.

პროექტი აღჭურვილია უწყვეტი დენის და წყალმომარაგების სისტემებით;

ფასადზე გამოყენებულია ამერიკული კომპანია Guardian-ის მიერ წარმოებული ტრიპლექსის ტიპის მინა-პაკეტი;

ფასადის ალუმინის თერმოხიდიანი პროფილები დამზადებულია გერმანიაში, კომპანია Schuko-ს მიერ;

ფასადის პროექტი ასევე შესრულებულია კომპანია Schuko–ს საპროექტო ჯგუფის მიერ გერმანიაში;

აღნიშნული ფაქტორები განაპირობებენ შენობის 30%-იან ენერგოეფექტურობას;

კომპლექსი აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით;

შენობაში დამონტაჟებული იქნება Kleemann -ის ბრენდის, გერმანული კომპლექტაციით დამზადებული ლიფტები