ბიზნეს სასტუმრო მეტა - მდებარეობს მრავალფუნქციურ კომპლექსში ,,ქინგ დევიდი“, უფრო დაზუსტებით კი ბიზნეს ცენტრის ბოლო სართულებზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი. ჩვენ ვქმნით განსაკუთრებულ გარემოს - მხოლოდ თქვენთვის.
ეს ის ადგილია სადაც ყველა სტუმარზე გულწრფელად ზრუნავენ. ქინგ დევიდის კომპლექსში დამკვიდრებული ახალი ცხოვრების წესი, მოგცემთ მოტივაციას თქვენი ბიზნეს გეგმები წარმართოთ მხოლოდ დადებითად.
,,მეტა“ - ეს თქვენი სივრცეა
,,მეტა“ - ბიზნეს საქმიანობის საწყისია - საუკეთესოსაკენ
,,მეტა“ - თქვენი ბიზნესის წარმატების ჰ ა ბ ი
თქვენ გაქვთ საშუალება, დატკბეთ ,,ქინგ დევიდის“ კომპლექსში არსებული ინტერიერით და ისარგებლოთ ,,მეტა ბიზნეს სასტუმროს“ ბენეფიტებით ყველა აუტლეტში.
სასტუმროს შეთავაზება შეიცავს: განთავსებას, ჯანსაღ საუზმეს, მყუდრო და კომფორტულ ოთახებს - თქვენი წარმატებული ბიზნეს მოგზაურობისათვის.
რესტორანი, პანორამული ხედით და ტერასებით, სპა ცენტრი, 24/7 სნეპის სავარჯიშო დარბაზი თქვენი უკეთესი განწყობისათვის და ჯანმრთელი ცხოვრების წესისათვის.
განსაკუთრებული და მყუდრო გარემო, საიდანაც თქვენს თვალ წინ გადაიშლება პანორამული ხედი ქალაქის შემოგარენზე. ბიზნეს - კუთხე თქვენი საუკეთესო განწყობისათვის და პროდუქტიული მუშაობისათვის. აბაზანის ოთახიდანაც გაქვთ საშუალება დატკბეთ თბილისის პეიზაჟით. მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას ან თქვენთვის მომზადებულ კომფორტულ საწოლში ძილის წინ წაიკითხეთ წიგნი.
სიხალვათე, კომფორტი და სასიამოვნო გარემო, ეს თქვენთვის შექმნილი დელაქსის ტიპის ოთახია. აქ შეძლებთ დაისვენოთ ან კონცენტრირდეთ საქმეზე მყუდროდ მოწყობილ სამუშაო კუთხეში. დატვირთული დღის შემდგომ გექნებათ საშუალება განთავსდეთ ფაფუკ საწოლზე, დაისვენოთ ან თქვენი მოთხოვნისამებრ, ივახშმოთ ოთახიდან გაუსვლელად და დატკბეთ ღამის თბილისით.
საუკეთესო არჩევანი ხანმოკლე ვიზიტებისათვის. მყუდრო, კომპაქტური ოთახი კომფორტული საწოლითა და სავარძლით. ოთახიდან ხედი ქალაქზე ან ცენტრალურ ქუჩაზე მოგცემთ საშუალებას დროდადრო განიტვირთოთ.
დასვენების ან საქმიანი მოგზაურობის შემთხვევაში თუ გსურთ, რომ განიტვირთოთ და გაატაროთ დრო ელეგანტურ, დახვეწილ ოთახში - მაშინ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. სტანდარტულ ოთახში ყველა საჭირო ნივთი კომპაქტურად არის განთავსებული სამუშაო კუთხის ჩათვლით. დატკბით პანორამული ხედით ქალაქ თბილისზე.