დაჯავშნა

King David-ში დღეს ახალი სასტუმრო და რესტორანი – Meta Business Hotel და KD Meta Restaurant გაიხსნა

სიახლეები და შემოთავაზებები

კლასიკური მასაჟი- ესაა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ადაპტირებული, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟების საბაზო ტექნიკის ერთობლიობაა, რომელიც გულისხმობს სრული სხეულის დამუშავებას ხელით, სახისა და თმის ძირების ჩათვლით.

 

ეს სწორედ ის პროცედურაა, რომელიც აუიცლებლად #უნდაჩაიტარო KDSpa4You-ში!

 

რას აუმჯობესებს ?

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, ატონიზირებს კანს, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და უძილობას, ამშვიდებს და გამოირჩევა სასიამოვნო შეგრძნებებით. 

 

ჩვენებები- ქრონიკული დაღლილობა, კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, საპროფილაქტიკო. უკუჩვენები- ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, გამონაყარი ან ღია ჭრილობა, ტემპერატურა, ტუბერკულოზი,მკვეთრად გამოხატული ვარიკოზული ვენები, ორსულობა.

 

 

 პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David, რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, აგრძელებს განვითარებას.

 

 2021 წლის ივნისში კომპლექსს ახალი სივრცეები შეემატა. კერძოდ, Meta Business Hotel and Restaurant. ოპერირების 4 თვიანი პერიოდის მიუხედავად სასტუმრომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და International Travel Awards-ის მიერ 2021 წლის საქართველოს საუკეთესო ბიზნეს სასტუმროდ დასახელდა.

 

 International Travel Awards ორგანიზებულია KSA Tourism Marketing– ის მიერ. KSA Tourism Marketing (KS Aadhavan Enterprises LLP) არის ტურიზმის წამყვანი მარკეტინგული და პიარ კომპანია, რომელიც ეხმარება 5,000 -ზე მეტ კომპანიას თავიანთი ბრენდის გლობალურ დონეზე გაზრდაში.პროექტში მონაწილეობას იღებს 50+ მეტი ქვეყანა 100000ზე მეტი მონაწილით და რომელთაც ტურიზმის სფეროში მოღვაწე ცნობილი ექსპერტები აფასებენ.

 

 სწორედ მათი გადაწყვეტილებით, Meta Business Hotel-მა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გაიმარჯვა ნომინაციაში Best Business Hotel in Georgia 2021.

⚡️სიხარულით გვინდა გაცნობოთ რომ ჩვენი სასტუმრო მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურში International Travel Awards 2021.

???????? ჩვენი კატეგორიებია:

➤ „საქართველოს საუკეთესო ახალი სასტუმრო 2021“

➤ „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს სასტუმრო 2021“

➤ „საქართველოს საუკეთესო სასტუმრო და საკომფერენციო ცენტრი 2021“

???????? ჩვენ გვჭირდება თქვენი ხმა.

???????? ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: https://bit.ly/3yzVKvJ

იყავი წარმატებული ჩვენთან ერთად!

 ✨ გააკეთე ჯავშანი საიტიდან და მიიღე უფრო დაბალი ფასი 

ადგილი, სადაც შენი კომფორტი მნიშნელოვანია!

???????? სრული ინფორმაციისთვის ეწვიე ლინკს:

https://bit.ly/3hnmlGN

???????? დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:

???? +995 032 2 00 18 18

✉️info@mbg.ge

☀ზაფხული დაიწყო!

✨ისარგებლე ივნისის სპეციალური პაკეტით Family Weekend!

✔დაისვენე დატვირთული კვირის შემდეგ Meta Business Hotel-ში შენს საყვარელ ადამიანთან ერთად!

???? მეტაში გულითადად გიმასპინძლებთ და შეგიქმნით ოჯახურ სიმყუდროვეს.

✨პაკეტში შედის:

▪სტანდარტული ნომერი დღის 12 საათიდან.

▪საუზმე, ლანჩი და ვახშამი 2 ადამიანზე!

▪წყვილის სარელაქსაციო მასაჟი, ულიმიტო საუნა და ორთქლის ოთახი, 1 ტიპის სოლარიუმი (5 წუთი პერსონაზე)

▪ფიტნეს დარბაზი

▪მეორე დღის გვიანი გასვლა ნომრიდან ლანჩის შემდეგ.

✨შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ დასვენების დღეებზე.

 

 

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს „King David“ დღეს, 1-ლ ივნისს, ორი ახალი სივრცე დაემატა. რესტორანი Meta Restaurant და სასტუმრო Meta Business Hotel კლიენტებს უახლესი სტანდარტების დაცვით მოემსახურება.

რესტორანი მომხმარებელს ყველასათვის განსხვავებულ ადგილს სთავაზობს და მას ნამდვილ გასტრონომიულ რევოლუციას პირდება. ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს ჰარმონიული სინთეზის წყალობით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ნაცნობი კერძები აბსოლუტურად განსხვავებული, განვითარებული გემოებით.

სტუმრების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, Meta Restraunt-ში ყოველთვის იქნება შემეცნებითი და შემოქმედებით პროცესი, ინტერაქცია პერსონალთან, სამზარეულოს გუნდის წევრებთან.

„ჩვენი პროფესია არის ხელოვნება. ამიტომ, ცოდნას, გამოცდილებას მაქსიმალურად წამოვწევთ წინ და სტუმრებისგან უკუკავშირსაც მივიღებთ. მგონია, რომ ქართული რეალობისთვის, ნამდვილად ვქმნით „ნოუ ჰაუს“, – ამბობს ახალი რესტორნის შეფ-მზარეული, ლუკა თოდუამ.

რაც შეეხება სასტუმროს, Meta Business Hotel გათვლილია ბიზნეს-კლასის სტუმრებზე და არამხოლოდ. აქ ადამიანს შეეძლება, მოწყდეს ყოველდღიურ რუტინას, დაისვენოს ან იმუშაოს დისტანციურად სასტუმროს სხვდასხვა სივრციდან, საიდანაც ყოველთვის შესანიშნავი ხედები იშლება.

„იდეის დაბადებიდან შექმნამდე მიზანი ერთი იყო – შეგვქმნა ადგილი, სადაც გავაკეთებდით ყველაფერს, რაც მომხმარებელს სჭირდებოდა და მათზე ვიქნებოდით მორგებული, მოვუსმენდით მათ და შევუქმნიდით სრულ კომფორტს“, – აღნიშნა მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ დვალიშვილმა.

უნიკალური ხედი, სრული კომფორტი, სასტუმროს სერვისები და ხარისხი აყალიბებს ყველა იმ ემოციურ და რაციონალურ ფაქტორს, რამაც საბოლოოდ King David-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.